Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მანჰეტენზე აფეთქებასთან დაკავშირებით 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
ambebi.ge
11 December 2017, 18:22
მანჰეტენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, ერთადერთი დაშავებული მამაკაცი ამჟამად დაკავებულია.

CBS New York-ის ინფორმაციით, დაკავებულ 20 წლამდე ასაკის მამაკაცს თან ჰქონდა კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც არ აფეთქდა.

აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივნის სარა სანდერსის თქმით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა დონალდ ტრამპს, მაგრამ რაიმე გამოხმაურება მისი მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

New York Post-ის ინფორმაციით, აფეთქება მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე მოხდა. ადგილზე პოლიცია, საგანგებო სამსახურები და გამნაღმველები არიან მობილიზებული.





"გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების გამო" ნიუ-იორკის პოლიციამ აფეთქების მიმდებარე /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შესახებ დასავლური მედია წერს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია ერთი ადამიანი.

თავის მხრივ, ნიუ-იორკის პოლიცია მანჰეტენზე, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, რასთან დაკავშირებული განცხადებაც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის "ტვიტერის" მიკრობლოგში გამოქვეყნდა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი